ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

„მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!