ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება


  • დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას, პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დღეს დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი: ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49%-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ წელს დავიწყებთ სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის გაფართოებისა და სხვა კონცეფციებზე. ასე რომ, პოზიტიური სიახლეები ყველა მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!