“თიბისიმ”, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა


  • საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, “თიბისი”, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.

“თიბისიმ” აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

აღნიშნული ჯილდო “თიბისის” მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. 2022 წელს თიბისი მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრანზაქციის მონაწილე იყო, რომელიც EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერითა და FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელდა.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი – 48%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

“საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების ისეთ გადაწყვეტებზე, რომლებიც ვაჭრობის პროცესსა და მომარაგების ჯაჭვს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ახლა მსოფლიოში გეოპოლიტიკური გამოწვევები დგას. სწორედ ამიტომ, კლიენტები ჩვენგან – მათი პარტნიორი ბანკებისგან, დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ელიან. Euromoney-ს საერთაშორისო აღიარება, ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე არა მარტო ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს, არამედ ადასტურებს, რომ ნებისმიერ რეალობაში პარტნიორების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

2022 წელს “თიბისი” ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა:

“თიბისი”, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში – ყველაზე აქტიურ ბანკად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) – ყველაზე სწრაფად მზარდ და საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად, ჟურნალმა Euromoney – საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად, ბრიტანულმა BCR publishing-მა კი, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა.

ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალურმა წარმომადგენლობითმა ორგანომ (FCI), თიბისისა და Armswissbank-ის, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებული საერთაშორისოტრანზაქცია, 2022 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანზაქციად დაასახელა და მე-4 საპრიზო ადგილი მიანიჭა.   


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!