ირაკლი კობახიძე-ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება


  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება.

„გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − 6 =

Akismet ანტისპამი