- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 110 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 74 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.