ბოტანიკურმა ბაღმა ბათუმის ბოტანიკურ ბაღის წარმომადგენლებს უმასპინძლა


  • ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ 2022 და 2023 წლებში გამოცემული ნაშრომების (“ბათუმის ბოტანიკური ბაღის კამელიების კოლექცია“, “ნეკერჩხლების მრავალფეროვნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“ და “ბათუმის ბოტანიკური ბაღის მაგნოლიის (Magnolia L.) გვარის მრავალფეროვნება“ ) პრეზენტაცია, კოლექციების გაცნობა და სამომავლო ურთიერთობების დაგეგმვა.

შეხვედარზე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა ბაღში არსებული ეგზოტიკური მცენარეების მრავალფეროვნებაზე ისაუბრეს.

სტუმრებმა ბოტანიკური ბაღი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 − four =

Akismet ანტისპამი