- გიორგობის დღესასწაულზე, თვითნასწავლმა ხატმწერმა მანონი მაქაცარიამ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას თექაზე შესრულებული წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
მანონი მაქაცარიას მიერ თექის ტექნიკით შექმნილი სხვადასხვა წმინდანის არაერთი ხატი უკვე დაბრძანებულია როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში.
