ზუგდიდში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა


  • დღეს დილით ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen − 16 =

Akismet ანტისპამი