- დღეს, ზუგდიდში, კომბინატის ერთ-ერთ დასახლებაში, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგო ჯგუშიამ ბრიფინგი გამართა.
მისი ინფორმაციით, კომბინატში ფარულად მიმდინარეობს ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომელიც როგორც ჯგუშია ამბობს საშიშია მოსახლეობისთვის.
ჯგუშიას წამოწეულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, რომელიც ამბობს, რომ კომბინატში არ მიმდინარეობს არანაირი მშენებლობა და არც ნებართვაა გაცემული მსგავს მშენებლობაზე.