თაზო ფაცაცია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. არჩეულ იქნა პრესოვკა- მახარაძის მაჟორიტარი უბნის დეპუატატი თაზო ფაცაცია. სხდომაზე, მისი კანდიდატურის წარდგენისას საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ აღნიშნა, რომ მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არჩევნებზე და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„თაზო გახლვათ პროფესიით ექიმი, მიუხედავად მისი ასაკისა, უმუშავია არაერთ საკვანძო თანამდებობეზე, განსაკუთრებით გამოვყოფდი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა თანამდებობაზე ყოფნას. თაზო არის ძალიან შრომისმოყვარე, ერთგული, მიზანდასახული ახალგაზრდა, პუნქტუალური, შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს და ნდობა გამოუცხადოს ასეთ ახალგაზრდებს,  ჩვენი ქალაქის, ქვეყნის საკეთილდღეოდ.’’

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას არ დაეთანხმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ანა წითლიძე. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე მას არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. [embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]თაზო ფაცაციას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს’’ წევრმა ბათლომე შელიამ. მისი აზრით, თაზო ფაცაცია იქნება ერთი რიგითი დავალების შემსრულებელი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=i7TmEXalr-w[/embedyt]

ახლადაარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე თაზო ფაცაცია მიიჩნევს, რომ მის საქმიანობაში მთავარი შემფასებელი ხალხია. „ ოპოზიციას შეიძლება არ მოსწონდეს ჩემი კანდიდატურა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ქალაქს და მოსახლეობას მოსწონდეს ჩვენი საქმიანობა და მათთვის იყოს ნაყოფიერი.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Sn4Cf7T0y4U[/embedyt]

დღევანდელ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას საკრებულოს ყოფილი მოადგილე გიორგი თოდუა არ ესწრებოდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!