სოლიდარობის აქცია ზუგდიდში


1 მაისს, შრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ქალაქის ხეივანთან, სოლიდარობის აქცია გაიმართა.  შეკრებილებს ხელთ ეჭირათ პლაკატები წარწერით: „დაიცავი ჩვენი შრომითი უფლებები’’. „დაცავი ჩვენი შრომა’’. აქციის მონაწილეები ითხოვენ   ქვეყანაში შრომითი ინსპექტირების გაძლიერებას და გენდერული კუთხით შრომითი უფლებების გაძლიერებას.

მათი თქმით, ქვეყანაში არ არის დაცული ადამიანის შრომითი უფლებები. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ძლიერი ინსპექტირების სტრუქტურა, რომელიც შესძლებს თითოეული ადამიანის შრომითი უფლებების დაცვას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2z6DcJtaVG8[/embedyt]

„თანასწორობის მოძრაობის’’ ოფისის მენეჯერი ემზარ კვარაცხელია სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლის უფლებები ირღვევა. „არ შემიძლია არ გამოვყო ტრანსგენდერი ქალების შრომითი უფლებები, რომლებსაც საერთოდ არ ღებულოობენ არცერთ სამუშაო ადგილზე, როცა ისინი მიმართავენ სხვადასხვა დაწესებულებს’’. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ისინი შესძლებენ დასაქმებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=BQZzNT_W3Jw[/embedyt]

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შრომითი ინსპექცია მხოლოდ სიმბოლურად არსებობს. ქალთა მოძრაობა მოითხოვს, ქმედით შრომის ინსპექციას, რომელიც უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს ნებისმიერი დაწესებულების შრომითი პირობები და გამოსცეს საჯარო და შესასრულებლად სავალდებულო დასკვნები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!