საქართველოში ავსტრიის საელჩოს, საინიციატივო ჯგუფის “ნდობა მშვიდობისთვის” ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ზუგდიდის მაცი ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა გამოფენა “- ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში”.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.
ღონისძიების ორგანიზატორმა სალომე ადამიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ქართულ-ავსტრიული ურთიერთობები დაიწყო სააუკუუნების წინ. “მე-19 საუკუნის ეს მოღვაწე, ცხადყოფს და ადასტურებს იმას, რომ ძალიან მჭიდრო არის ზუგდიდის კავშირი ევროპასთან და ავსტრიის დედაქალაქთან ვენასთან”.
გამოფენის მიზანი იყო მშვიდობის დარგში მწერალი ქალის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა.
გამოფენა 12 მაისამდე გაგრძელდება.
დღესვე, ზუტნერის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა 7 მოქალაქე.