მათ უნდა იცნობდეთ


  • საინფორმაციო პორტალმა zugdidelebi.ge-მ მოიპოვა სამამულო ომის მონაწილე ვეტერანთა ფოტოები.

ისინი, წლების წინ, სრულიად ახალგაზრდები იბრძოდნენ სამშობლოს გადასარჩენად. თაობები უნდა იცნობდნენ მათ, იცოდნენ მათი გმირული ბიოგრაფია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათი ჯანმრთელი და მშვიდი სიბერისთვის. შეხედეთ მათ სახეებს, მათ იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, იშრომეს და სამშობლო, ოჯახი ასახელეს. ისინი, სულ თითზე ჩამოსათვლელად არიან დარჩენილი: ოლგა ცალანი, კაპიტონ კვირკველია, იპოლიტე ზუხბაია, ტარასი ჯღარკავა, ლავრენტი ბერაძე, არაშაკი ქავშბაია, კარლო ლაგვილავა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამამულო ომის მხოლოდ რვა მონაწილეა ცოცხალი (ერთი მათგანის ფოტო ვერ მოვიპოვეთ). აქედან, ოთხი ზუგდიდელია, ოთხი იძულებით გადაადგილებული. მათი ბიოგრაფია, მარტო მათ ოჯახებს არ ეკუთვნის. ისინი გახლავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი.

პ.ს. “ზუგდიდელები” მადლობას უხდის ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი რანგის-პირველი სტრუქტურული ერთეულის უფროსს თენგიზ შანავას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსს გოგი რევიას და ააიპ ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის თავმჯდომარეს ზურაბ ჩიქავას საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!