ზუგდიდში წყალმომარაგების აღდგენის ვადა ეტაპობრივად განხორციელდება


  • წყალმომარაგების კომაპანიის ინფორმაციით, ზუგდიდში, წყალმომარაგების ცენტრალურ ქსელზე დაფიქსირებული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ადგილზე სრული შემადგენლობით მობილიზებულია კომპანიის სპეციალური ტექნიკური ბრიგადები და შესაბამისი მძიმე ტექნიკა.

“აღდგენითი სამუშაოების პროცესში გამოვლინდა დამატებითი, გაუთვალისწინებელი ტექნიკური სირთულეები, რამაც სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება განაპირობა. წყალმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა 19 სექტემბერს, 13:00 საათიდან დაიწყება.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა სპეციალური წყალმზიდი ცისტერნების საშუალებით განხორციელდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.”-აღნიშნულუა ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − two =

Akismet ანტისპამი