ზუგდიდში ჩირის საწარმო გაიხსნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტერ მიკისკამ ზუგდიდში ჩირის საწარმო გახსნეს.

მთავრობის თავმჯდომარემ და ელჩმა, მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. სტუმრები ასევე ჩირის საწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

სოციალურ საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდნენ. საწარმო ათასობით აფხაზეთიდან დევნილს მოემსახურება და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მოახდინოს მოსავლის რეალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაცია „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის“ ახორციელებს.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წიგნის „პრაქტიკული რეკომენდაციები ხილ-ბოსტნეულის ჩირებისა და ცუკატების წარმოების საკითხებში“ პრეზენტაცია, რომელიც დამწყებ მეწარმეებს მცირე ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია ესწრებოდნენ.

+17


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!