ზუგდიდში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის


  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 30 მაისს ზუგდიდში გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის.

„ქვეყნის წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში“ — ამ გზავნილით, სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ზუგდიდის ფილიალში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ სხვადასხვა მიმართულების წამყვანი ექიმ-სპეციალისტები:

  • ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგი.
  • ივანე ჩხაიძე – პედიატრი / ბავშვთა პულმონოლოგი.
  • თემურ მიქელაძე- პედიატრი.
  • ირაკლი ფაღავა – ენდოკრინოლოგი.
  • გვანცა არველაძე – ნევროლოგი.
  • ჯაბა ყიფიანი – პედიატრი.
  • ნინო დიხამინჯია – ნევროლოგი.
  • მერაბ ვარძუკაშვილი – ორთოპედ / ტრავმატოლოგი.
  • პაატა გიორგაძე – უროლოგი.
  • ვაჟა ქათამაძე – ოტორინოლარინგოლოგი.
  • დავით მახათაძე – გასტროენტეროლოგი.
  • ქეთი ოქრუაშვილი – ოფთალმოლოგი.
  • ნათია ცერცვაძე – ყბა-სახის ქირურგი.

ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 593 191 957


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × 4 =

Akismet ანტისპამი