ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტები გამოავლინეს


  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 1860 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის 2 ფაქტი გამოავლინეს. 

უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − 10 =

Akismet ანტისპამი