- ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოირემეში გაიმართება საცხენოსნო შეჯიბრი “ზუგდიდის დიდი თასი” – 2022 ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში.
ღონისძიება დაიწყება თორმეტ საათზე.
ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი ,,ხარება”.
ღონისძიება იმართება საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით.