ზუგდიდში საცხენოსნო შეჯიბრის ტრადიცია აღდგა


  • ზუგდიდში, სოფელ ოირემეში  საცხენოსნო შეჯიბრი „ზუგდიდის თასი-2022”  გაიმართა.

ცხენოსნობის შვიდ ეროვნულ სახეობაში შეჯიბრში მონაწილეობა საცხენოსნო კლუბებმა მთელი საქართველოდან მიიღეს.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. დოღი სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ისახავს მიზნად. 

ღონისძიების ორგანიზატორია საცხენოსნო კლუბი „ხარება”. შეჯიბრი  საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ოირემეში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოდგილეები ლუდუკ ხასია და  დავით კუხალეიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების სპონსორები არიან: ბაზის ბანკი, დადიანი რეზიდენსი და პირველი მოლი რეგიონში – ზუგდიდი მოლი.

საცხენოსნო შეჯიბრი ზუგდიდში ყოველწლიურად გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!