ზუგდიდში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სააახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი,
ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები. დაიდგმება ,”ანგელოზის” კონსტრუქციაც.
დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება.
საახალწლო დეკორაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 323 653 ლარი იხარჯება.