კახათის ჩაის ფაბრიკის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს აწვიმთ


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში 13 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებთა ინფორმაციით, კორპუსი ამორტიზირებულია, შენობას აწვიმს და კედლები გაბზარულია.

კომპაქტურ ჩასახლებაში 26 წელია ცხოვრობს, დევნილი მოქალაქე თეონა ქარდავა. მან გვითხრა, რომ შენობაში სახურავის გადახურვა დაიწყო, მაგრამ მუშახელი არის ნაკლები. „პარალელურ რეჟიმში არ დაწყებულა კორპუსის გადახურვითი სამუშაოები. მოგვისწრო ცუდმა ამინდმა. მადლიერებასთან ერთად, ნაწილობრივ უკმაყოფილო ვარ, იმის,გამო, რომ შეიძლებოდა დროულად მომხდარიყო, პარალელურ რეჟიმსი ორივე კორპუსის გადახურვითი სამუშაოები. დღეისათვის, არცერთი კორპუსი არ არის გადახურული,  შენობას აწვიმს. ჩვეულებრივად  წყალი ჩამოუდით მეორე სართულზე მცხოვრებ ოჯახებს. ხვალ და ზეგ ამინდი თუ არ გამოკეთდა, პატარა დანაზოგით, სესხებით, რაც აქვთ ელემენტარული შეძენილი საოჯახო ნივთები, ისიც გაუფუჭდებათ და ამის ზარალს იქ მცხოვრებლებს არავინ აუნაზრაურებთ. იგივე პრობლემაა რუხის და ოქტომბრის დევნილთა ჩასახლებაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ მუშახელი დაამატონ დროულად, რომ მოხდეს პრობლემის მოგვარება”.-გვითხრა თეონა ქარდავამ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ “ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც რუხში ასევე კახათში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უმოკლეს ვადებში დასრულდება.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!