ზუგდიდში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ტიპის ობიექტი შენდება


  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ტიპის ობიექტის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიი ინფორმაციით, ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შენდება. მისი ოპერირების დაწყების პარალელურად, რეგიონში დაიხურება არსებული, ძველი ნაგავსაყრელები. თანამედროვე ტიპის ობიექტი 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება, ასევე, ადგილობრივებისთვის შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 6 ობიექტი აშენდება, რის შედეგადაც, ძველი ნაგავსაყრელები კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით დაიხურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen + seventeen =

Akismet ანტისპამი