- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ობიექტის მშენებლობის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეცნო.
ადგილზე იმყოფებოდნენ:საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა.
სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში რეგიონი ნარჩენების განთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ობიექტს მიიღებს.
ახალი ობიექტის მშენებლობა „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
