ზუგდიდში უფლისწულის სასახლის სახურავის დეკორატიული ელემენტების აღდგენა დასრულდა


  • ზუგდიდში უფლისწულის სასახლის სახურავის დეკორატიული ელემენტების დაზიანებული დეტალების გამოცვლისა და რესტავრაციის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, სამუშაოების დაწყებამდე მხატვრული ელემენტები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. პროექტის ფარგლებში სრულად გამოიცვალა ყველა დაზიანებული დეტალი. ახალი ელემენტები სპეციალურად დამუშავდა თანამედროვე, ნესტგამძლე მასალებით, რის შედეგადაც სასახლემ პირვანდელი ისტორიული სახე დაიბრუნა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + 9 =

Akismet ანტისპამი