- დღეს დილით ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
