ზუგდიდში მინისტრის მოადგილე სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა


  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციიით, თამარ მახარაშვილმა შეხვედრების მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოები, ეროვნული სასწავლო გეგმა, განახლებული საგნობრივი სტანდარტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმები.

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.

შეხვედრებს ესწრებოდნენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების საჯარო სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × one =

Akismet ანტისპამი