- ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი, არჩილ თოდუა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2026-ის ხუთ ფინალისტს შორის დასახელდა.
2026 წლის კონკურსის ფინალში ასევე გადავიდნენ:
- მაგდა მიქაბერიძე – თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მადონა წერედიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება და მას 15 000 ლარი გადაეცემა. დაჯილდოვდებიან სხვა ფინალისტებიც.
