- 16 მარტს, 19:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში, კომპოზიტორისა და შემსრულებლის ინოლა გურგულიას საღამო გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოწვევით, ინოლას შვილები, მსახიობი ია შუღლიაშვილი და მუსიკათმცოდნე დავით შუღლიაშვილი ჯგუფ “ჯორჯიან სიქსის“ და ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია”-ს მონაწილეობით გამართავენ საღამოს სლოგანით „დედაჩემი – ინოლა“