ხვალ, სპექტაკლი “თევზი ხეზე” გაიმართება


  • 15 მარტს, 15:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლი “თევზი ხეზე”.

“სპექტაკლი სკოლის მოსწავლე ელი ნიკერსონზეა. მისი ნახვის შემდეგ შეეცდებით სხვანაირად შეხედოთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მათ შესაძლებლობებსა და პრობლემებს…ელის კი თვითონაც ვერ გაუგია, რატომ ხედავს საგნებს განსხვავებულად, რატომ დაფრინავენ ასოები პეპლებივით, როცა სხვები თავისუფლად კითხულობენ. კითხვა ელისთვის რთულია, სამაგიეროდ ის ცოცხალ სცენებს ხედავს, რომლებსაც ცხადად შეიგრძნობს და შემდეგ ეს სცენები, დაუჯერებელი ამბების რვეულში ცოცხლდება.”-აღნიშნულია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!