ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ დაიწყო


  • ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ დაიწყო. ფესტივალის პირველი დღე დღეს, 19 სექტემბერს, გაიმართა და მისი პროგრამა კინოს, ლიტერატურისა და მუსიკის მიმართულებებს მოიცავდა.

ფესტივალის ფარგლებში, სოციალურ კაფე „მეგობარში“ ფილმის „Flow“ ჩვენება გაიმართა. ფილმის რეჟისორია გინტს ზილბალოდისი.

ფესტივალის ლიტერატურული პროგრამა „ზუგდიდი მოლში“ ჩატარდა, სადაც გაიმართა ფესტივალის გახსნა, წიგნების წარდგენები, პოეზიისა და თანამედროვე ლიტერატურის შესახებ შეხვედრები და ქართველი ავტორების მონაწილეობით დისკუსიები.

დღის ბოლოს ფესტივალის მუსიკალური ნაწილი HOKAI-ს შესრულებით გაგრძელდა.

“F5“-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა. ფესტივალში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მონაწილეობენ.

ფესტივალი 20 სექტემბერსაც გაგრძელდება.
„F5“ ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება. მისი ორგანიზატორები არიან ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

six + four =

Akismet ანტისპამი