ზუგდიდში, დედა ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში „ოდიშში“ წარმოდგენილი იყო ქართული ანბანის სამივე სახეობის კუთხე, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით გადაეწერათ იაკობ გოგებაშვილის დედა ენის ეპიზოდები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ანბანის გამოყენებით.
სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მოეწყო ანბანის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. მუსიკალური და ცეკვის სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლის აღსაზრდელები. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ორგანიზებით, მოეწყო დედა ენის სხვადასხვა იშვიათი და მინიატურული გამოცემების გამოფენა.
დღევანდელ ღონისძიებაზე, გაიმართა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ერთობლივი პროექტის-კონკურსის „ქართული კალიგრაფია-2018“ დასკვნითი შემაჯამებელი ტური. სამ ასაკობრივ ჯგუფში, კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ზუგდიდის ტექნოპარკში დამზადებული ქართული ანბანი.
ღონისძიებას შემოუერთდა მედია მუზეუმი, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა, უძველესი ბეჭდური გამოცემები.დღევანელ ღონისძიებაზე, გაიმართა ქაღალდის დამზადების წესის ჩვენება.