14 აპრილი დედა ენის დღეა


14 აპრილს, დედა ენის დღის 40 წლის იუბილსთან დაკავშირებით, ქალაქის პირველებმა იაკობ გოგებაშვილის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის აღსაზრდელებმა, დედა ენის დღეზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ეს დღე მათთვის ძვირფასია.

მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ 14 აპრილს, ქართველმა ერმა დაიცვა საკუთარი ენა, მაშინდელმა ხელისუფლებას უნდოდა კონსტიტუციაში ჩაეწერა სახელმწიფო ენად რუსული ენა. “მაგრამ, ქართველი ერის ჯანსაღმა ნაწილმა, ახალგაზრდებმა, სრულიად საქართველომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო ქართული ენა”. მაიზერ ნანავას თქმით, დღევანდელი დღე არის ერის განძი, ერის სულიერება და ერის სიმდიდრე. პედაგოგმა ნესტან ფიფიამ განმარტა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია თითოეული ქართველის ცნობიერებაში ეს დღე იყოს ცოცხალი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!