ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომლობით, შ.პ.ს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მეორე დღეა მიმდინარეობს.

ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ხელაშვილია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი გაეცნო.

უწყების ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!