- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კამპანია “არა ბულინგს!” მიმდინარეობს.
ბულინგის თემაზე შექმნილი სტიკერები დღეს, პირველ საჯარო სკოლაში დარიგდა. სტიკერის დიზაინი ზუგდიდელ მოზარდს გიგი სიჭინავას ეკუთვნის, რომელმაც ბულინგის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო, რაშიც მხარს ადგილობრივი თვითმმართველობა და საგანმანათლებლო რესურსცენტრი უჭერს.
აქცია ბულინგის პრევენციას გულისხმობს და მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ძალადობისა და ჩაგვრის შედეგებზე.
სტიკერები ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მერხებზე თვალსაჩინო ადგილას გაიკვრება.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.