ზუგდიდში, ბიუჯეტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, მერიის თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებთან ერთად  განიხილეს ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის ნაწილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის  მომსახურებისთვის წელს გამოყოფილია 112, 7 ათასი ლარი. მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის ნინო სხულუხიას თქმით, მათ მოახდინეს ანალიზი საჭიროებებზე და დასახეს გარკვეული პრიორიტეტები.

ის ამბობს, რომ ძვირადღირებული მედიკამენტების პროგრამამ განიცადა ცვლილებები და წელს 925 მოქალაქემ ისარგებლა მედიკამენტებით. სხულუხიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის შეხვედრებს არ ესწრებიან და მთელი პასუხისმგებლობა მათზე გადმოდის. ის განმარტავს, რომ „ერთადერთი საფუძველი პროგრამის შექმნისა, არის მოქალაქეების განცხადებები. მედიკამენტების უსასრულოდ დაფინანსება კარგავს ყოველგვარ აზრს. გარკვეული კატეგორიები გამოვყავით, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდება მუდმივად მედიკანეტები. არიან უმწეო კატეგორიის მოქალაქეები, 0- დან 18-წლამდე ასაკის ბავშვები, ონკოლოგიური ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობის პირები, რომლებიც მოწყვლადი კატეგორიაა და საჭიროებენ მედიკამენტებს. მან ასევე ისაუბრა ც ჰეპატიტისა და რეაბილიტაციის პროგრამაზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SZNPVqeEwkc[/embedyt]

მოგვიანებით, საჯარო განხილვა გაიმართა განათლების, კულტურის სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილში. კომისიის თავმჯდომარის ნათია ფიფიას თქმით, განათლების, კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებისთვის გამოყოფილია ოთხი მილიონორასოცდაცხრამეტიათასცხრაასი ლარი. ნათია ფიფია ამბობს, რომ რეკომენდაციები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. “ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ჰქვია.  ფრაქცია  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბათლომე შელიას თქმით, “ეს არის სტანდარტული ბიუჯეტი, რომელიც ვერ უზრუნველყო მერიამ, არის ჩავარდნილი სფეროები, რომლის ამოქაჩვა გვიწევს უკვე ამ წელს. არ არის ისეთი პრიორიტეტები განსაზღვრული, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ეს ეხება ბაღების მიმართულებას, კულტურულ ღონისძიებებს. ფეხბურთის საკითხებს, მთელი სფეროებია, სადაც კონკრეტულ სამსახურებს პრობლემები აქვთ და ამ  პრობლემების გადაჭრის გზები ჯერჯერობით არ ჩანს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ფრაქცია შენიშვნებით,  25 ნოემბერს წარდგება საზოგადოების წინაშე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!