მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცვლილებებია


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა ლაშა გოგიამ სამსახურიდან გაათავისუფლა  გამგებლის პირველი მოადგილე გურგენ სართანია და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია. აღნიშნული ინფორმაცია გურგენ სართანიამ დაგვიდასტურა, თუმცა იქვე განმარტა, „ჩემთვის, გათავისუფლების შესახებ, ინფორმაცია არავის ოფიციალურად არ მოუწოდებია. ამჟამად, სახლში ვარ და ვისვენებ. მე  „პატრიოტთა ალიანსის’’ თავმჯდომარე ვარ და ვაპირებ პარტიულ ცხოვრებას’’.  გიზო სართანიას თქმით, გამგებლის  გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ დაგვიდასტურა მშენებლობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა არდიამ. მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ გუშინ შეიტყო, თუმცა რა მოტივით მოხდა მისი გათავისუფლება თანამდებობიდან, მისთვის უცნობია. “არ ვიცი, ალბათ უფროსობამ გადაწყვიტა ასე. “-ამბობს არდია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!