- დღეს, ზუგდიდში, აქცია სახელწოდებით “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ევროპული მომავლისთვის” გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები, რომლებმაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილებს ხელში ეჭირათ ბანერი „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, “წინ ევროპისკენ”, დამოუკიდებელი ცხოვრება ჩვენი უფლებაა”, “თანაბარი უფლებები, თანაბაზრი შესაძლებლობები”.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საფრთხეს უქმნის იმ ორგანიზაციების არსებობას, რომლებიც წლებია, შშმ პირთა უფლებებს იცავენ.
შეკრებილებმა ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.