ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი


  • საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. 

ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ყოველდღე შეეძლებათ.

17:00 საათიანი და 20:00 საათიანი მატჩის ჩვენება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში დიდ ეკრანზე გაიმართება , ხოლო 23:00 საათიანი ჩვენება ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში (საკონფერენციო დარბაზის წინ). 

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება. ტაიმებს შორის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მუსიკალური ბენდი ,,ბოლო ოთახი”-ს ახალი სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება. ახალგაზრდები ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ,,ოდიშის” მაისურებით უქომაგებენ ეროვნულ ნაკრებს. იქნება სახის მოხატვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen + 1 =

Akismet ანტისპამი