- “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა” კულტურის სახლის დარბაზში ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცისკარის ” 20 წლის საიუბილეო საღამო ჩაატარა.
,,ცისკარის” საიუბილეო 25-ე სოლო კონცერტში ანსამბლის მესამე სულ პატარა თაობამაც მიიღო მონაწილეობა. კონცერტს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და აკადემიის წევრები, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვა ანსამბლების მოცეკვავეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.