“ცისკარის” მორიგი წარმატება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი “ცისკარი” (სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია, ქორეოგრაფი მაკა გვიჩია, რობერტ ბულია) იმყოფებოდა საერთაშორისო ფესტივალზე, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ მერსინში.

ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ ოსეთის, ბულგარეთის ფოლკლორული საბავშვო ანსამბლები.

ფესტივალი ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკაში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ხუთი დღის ფარგლებში ჩატარდა ექვსი კონცერტი, დეფილესთან ერთად და ასევე დასკვნითი საზეიმო კონცერტი – ამფითეატრში, სადაც ესწრებოდა 3000 მაყურებელი.

“ცისკარის” ნორჩი თაობა წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე. დაიმსახურა დიდი მოწონება ფესტივალის ორგანიზატორებისგან, ქალაქის ხელმძღვანელობისგან და უბრალოდ, რიგითი მოქალაქეებისგან. ასევე, ანსამბლის ხელმძღვანელობას ჰქონდა შეხვედრები მხარის გუბერნატორთან, ქალაქის მერთან, ვიცე მერთან და კოლეჯის აღმასრულებელ დირექტორთან.

“ცისკარი” მომავალ წელს ხელმეორედ მიწვეულია ზემოდ ხსენებულ ფესტივალზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!