ზუგდიდში 78 წლის ქალი შიმშილობს


ზუგდიდელი, 78 წლის ციალა ჯოჯუა მეექვსე დღეა გამგეობის წინ შიმშილობს, მისი და მისი ოჯახის მოთხოვნაა ყოფილი საკონსერვო ქარხნის სენობაში, თამარ მეფის ქუჩაზე,  #1 ბინის პრივატიზაცია და  საკუთრებაში გადაცემა. აქციას პარალელურად უერთდება გოგი თოდუას ოჯახი, რომელიც ითხოვს ასევე #1 ბინისა და #10 ბინის პრივატიზებას და საკუთრებაში გაცემას. მოშიმშილეთა განცხადებით. აქცია გაგრძელდება, მანან სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული. დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან აპირებენ ჩასვლას. აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალთან განაცხადეს, რომ ისინი  იმ საცხოვრებელი ბინების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვა მოქალაქე ციცო მამარდაშვილმა და „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ალანიამ. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!