ლაშა ადეიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა ადეიშვილი, ერთი შეხედვით, მკაცრი ადამიანის იმჯს ტოვებს, მაგრამ საუბარში საოცრად გულახდილი აღმოჩნდა. ოპტიმისტი და გაწონასწორებული პიროვნებაა, სამართლიანი, უყვარს თავისი ქალაქი და ახარებს მისი წარმატებები.
_ ბატონო, ლაშა, გაეცანით ზუგდიდელებს?
_ მე ვარ ლაშა ადეიშვილი, ზუგდიდელი, დავიბადე 1975 წელს, 16 აგვისტოს, დავამთავრე ქ. ზუგდიდის #1 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა. სპეციალობით ვარ ეკონომისტ-მენეჯერი. ვმუშაობდი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთში”, ამერიკულ ორგანიზაცია ,,საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის” ზუგდიდის ოფისის ფინანსურ მენეჯერად. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტ-სერვისის ფინანსურ მენეჯერად, ასევე ვეწეოდი ბუღალტრულ საქმიანობას სხვადასხვა ორგანიზაციაში. 2014 წლის ივლისის თვიდან ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
_ ფინანსისტმა პოლიტიკაში არჩიეთ გადასვლა.
_ 2007 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ჩართული ვიყავი პოლიტიკაში. 2011 წლიდან, კოალიცია `ქართული ოცნების~ დაარსების დღიდან, ვიყავი ამ კოალიციის წევრი, 2012 წელს, არჩევნების დროს საარჩევნო ზონის ხელმძღვანელი. 2012 წლიდან გავხდი პარტია `თავისუფალი დემოკრატების~ წევრი, ანუ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი. 2014 წელს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს, ვიყავი კოლაცია `ქართული ოცნების~ საარჩევნო სიაში, “თავისუფალი დემოკრატების” პირველ ნომრად და მოვხვდი საკრებულოში. პირველსავე სხდომაზე ამირჩიეს საკრებულოს თავმჯოდმარის მოადგილედ.
_ მოგვიყევით საკრებულოში თქვენს საქმიანობაზე.
_ საკრებულოს არჩეულმა წევრებმა თვითმმართველობა რეალურად უნდა ჩავაყენოთ ხალხის სამსახურში. Pპრაქტიკამ გვანახა, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში მივიღეთ დაკანონებული თვითმმართველი ორგანო, რომელიც რეალურად ვერ ახორციელევს თვითმმართველობის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი პრობლემაა. ტერიტორიული მართვის პრობლემაა მოსაგვარებელი, არის ფიქტიური დე ცენტრალიზაცია და მართვა ხდება ცენტრალიზებულად. უფლებამოსილების დელეგირება აღრეულია. გარდა ამისა, არ შემიძლია რომ არ ვთქვა რომ შტატები არის გაბერილი მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ ააიპი – ებსა და შპს – ებში.
_ ბატონო ლაშა, გააცანით ზუგდიდელებს ადეიშვილების ოჯახი?
_ მამა – ოთარ ადეიშვილი, დამსახურებული ინჟინერია. დედა – მარგარიტა ბერიშვილიც ასევე დამსახურებული ინჟინერია. მათ ერთმანეთი გაიცნეს ენგურჰესის მშენებლობაზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით. ისინი, გარდა ენგურჰესის მშენებლობისა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ და ყველგან გამოირჩეოდნენ საქმისადმი სიყვარულით. მყავს ერთადერთი და შორენა ადეიშვილი და სამი დისშვილი. ჩემი მეუღლე ნათია გულუა მუშაობს ჯიპისი-ს აფთიაქში ფარმაცევტად.
_ ბატონო ლაშა თავისუფალი დრო თუ აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.
_ თავისუფალ დროს ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. მიყვარს ქართული სუფრა, მოლხენა. ჩემი საყვარელი სადღეგრძელო მეგობრობის სადღეგრძელოა. ზოგადად, პატივს ვსცემ ქართულ ტრადიციებს. წიგნების კითხვაც მიყვარს ძალიან მოცალეობის ჟამს.
_ თქვენი სამომავლო გეგმები?
_ ჩემი სამომავლო გეგმები ისევ პოლიტიკას უკავშირდება. ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ,,თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უახლოეს ხანებში, ვგეგმავთ აგილობრივ ყრილობას, სადაც აირჩევა გამგეობა და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელობა. ჩვენ გვყავს გამოკვეთილი საპარლამენტო კანდიდატი, ვისაც, ჩვენ ყველანი, გვერდით დავუდგებით და ჩვენი რესურსი მოხმარდება ჩვენი პარტიის მიზნის მიღწევას.
როზა როგავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!