ზუგდიდმა მეორედ უმასპინძლა ახალგაზრდული მედიაფესტივალის “სარკმელი2019” მონაწილეებს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლემ წელს უკვე მეორედ ჩაატარდა ახალგაზრდული  მედიაფესტივალი “სარკმელი 2019”. მედიაფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის საჯარო სკოლების, უმაღლესი სასწავლებლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ზოგადად, ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა.

კონკურსის ფარგლებში, მოეწყო ახალგაზრდა ჟურნალისტების მიერ მომზადებული ბეჭვდითი და ხელნაწერი გაზეთების, ჟურნალების, კედლის გაზეთების, კომიქსების, ფოტოამბების, ვიდეოამბების, ელექტრონული მედიის (ბლოგი, ვებგვერდი, ინტერნეტტელევიზია) გამოფენა-პრეზენტაცია.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო ბეჭდვითი გაზეთი,-რუხის საჯარო სკოლა.

საუკეთესო კედლისგაზეთი,– კორცხელის საჯარო სკოლა, მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტი “რეპორტიორი სკოლაში”.

საუკეთესო ბეჭდვითი ჟურნალი,– ნანო ქოქოსაძე, კარალინა წითაშვილი (“სარკმელი”);

საუკეთესო ხელნაწერი ჟურნალი,– ნინო ქობალია (“სარკმელი”);

საუკეთესო ბლოგი,-სალომე ნარმანია, მეორე საჯარო სკოლა, მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტი “რეპორტიორი სკოლაში”.

საუკეთესო მულტიმედიაპროდუქტი -ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის საინფორმაციო ბლოგი.

საუკეთესო ვიდეოამბავი,-საბა ჯანჯღავა (“სარკმელი”);

საუკეთესო ვებგვერდი,– სალომე ნარმანია (“სარკმელი”);

საუკეთესო კომიქსი,- ცირა წიფურია (ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა)

საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი,-ლუკა ჩანგელია (ზუგდიდი ტვ).

საუკეთესო ფოტოამბავი,– ჩხორიის საჯარო სკოლა;

საუკეთესო მეგობრული შარჟი,– დათო მიქავა (ზუგდიდის სამხატვრო სკოლა);

აქტუალური პრობლემა,– ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა;

“სარკმელის” რჩეული,
– თამუნა მანია (მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი).

ფესტივალის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ახალგაზრდულ მედიაფესტივალზე, ნომინაცია “საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული” და ფულადი ჯილდო დააწესა საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ (ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე). “საქართველოს უნივერსიტეტის რჩეულები” გახდნენ ელექტრონული მედიის წარმომადგენლები: მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები,-სატელევიზიო სიუჟეტი, დიმა კვარაცხელია,– ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზია, ლუკა ჩანგელია,-ზუგდიდის ახალგაზრდული ტელევიზია), სალომე ნარმანია,-ბლოგი, ზუგდიდის მესხიას სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტი, პროექტი “რეპორტიორი სკოლაში”.

ახალგაზრდულ მედიაფესტივალზე, ნომინაცია “სარკმელელის” რჩეული” და ფულადი ჯილდო დააწესა, “სარკმელის” ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენელმა, ლახამულას საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა კობა შონიამ. მისი რჩეული გახდა ხონის სახელოვნებო ცენტრის აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილი ფოტოამბავი და საინფორმაციო პორტალ “ზუგდიდელების” ახალგაზრდა ჟურნალისტის ანა ჯალაღონიას მიერ  წარმოდგენილი ფოტოამბავი.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა ელარჯიფართი.

ახალგაზრდილი მედიაფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელის” მიერ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!