- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდის ისტორიული მუზეუმიდან, დილის 9 საათზე გამოაბრძანებენ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსან სამოსელს.
ლიტანიობის დროს იკურთხება ღმრთისმშობლის საფარველის მოზაიკური ხატი. 10 საათზე დაიწყება საღმრთო ლიტურღია ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში.
ეპარქიის ცნობით, პატიოსანი სამოსელი მთელი დღის განმავლობაში დაბრძანებული იქნება მომლოცველთათვის.