- ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის – იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ პირველი გამოცემის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო – „დედაენა ჩვენი საგანძურია“ გაიმართა.
ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა – „დედაენა საუკუნეთა გზაზე“, რომელმაც დამთვალიერებლებს ქართული ენისა და წიგნის ისტორიის საინტერესო ფურცლები გააცნო.
