ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის


  • ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ახალ 154-ე სეზონს იწყებს. 8-9 ოქტომბერს სეზონის პირველი პრემიერა გაიმართება.

თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის – “შაშვი შაშვი მაყვალი” (სულაკაურის გამომცემლობა) ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელიც გამოცემიდან მალევე ბესთსელერი გახდა.

წარმოდგენა შუახნის მარტოხელა ქალზეა, ეთეროზეა, რომელიც პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს, რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მარინა დარასელია, ზურაბ ლაშხია, თეა ცინცაძე, მზეკო ჩარგაზია და მაგდა ხორავა.

რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე, მხატვარი ანანო დოლიძე, ქორეოგრაფი გიორგი ქობალია.

მისამართი რუსთაველის ქ. №95 (რაიონის ყოფილი კულტურის სახლი).

წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!