ზუგდიდის თეატრი 156-ე სეზონს პრემიერით გახსნის


  • ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი 156-ე სეზონს პრემიერით გახსნის.

“სექტემბერს ვიწყებთ ჩვენი თეატრის 155-ე სეზონის ბოლო, წარმატებული პროექტებით – “ღამე მშვიდობისა დედა”, “ყვავილები ელჯერნონისთვის” და ბავშვებისთვის საყვარელი მაპეტების შოუ “აბუ და ბე”. 15-16 სექტემბერს გაიმართება სპექტაკლის “ყვავილები ელჯერნონისთვის” საპრემიერო ჩვენებები. 22 სექტემბერს დადიანის თეატრი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართულ შოუ ქეისზე წარმოადგენს სპექტაკლს “ღამე მშვიდობისა დედა”. პარალელურად დავიწყეთ ორი ახალი სპექტაკლის რეპეტიციები: პიტერ ჰანდკეს პიესების მიხედვით “ინატრე და გეშინოდეს” და ვუდი ალენის “კარზეა სიკვდილი”. სპექტაკლების პრემიერები შედგება ოქტომბერში.”-აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!