- 29 აგვისტოს, Zugdidi Women Club – ზუგდიდის ქალთა კლუბი Mego Bar-ში შეიკრიბა გასული საანგარიშო წლის შედეგების შესაჯამებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის ყოფილი და მიმდინარე თავმჯდომარეები, კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები.
2022-2023 წლებში, კლუბის საზოგადოებრივი აქტიურობა მიმოიხილა კლუბის მიმდინარე პერიოდის თავმჯდომარემ, ეკატერინე ფარულავამ. პრეზენტაციაში აღინიშნა, კლუბის ცხოვრების საკვანძო მომენტები, აქტივობები და ინიციატივები, რასაც ადასტურებდა ფოტომასალები.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, გასული პერიოდი იყო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების წელი და კლუბის აქტივობები გაჯერებული იყო ამ თემატიკით. კლუბმა მომავალი წლის მიმართულებად ხელოვნება და კულტურა აირჩია. მომავალი წლის კლუბის თავმჯდომარედ დასახელდა დადიანების მუზეუმის თანამშრომელი ნანა ხუბუა, რომელიც თბილ და მეგობრულ გარემოში ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.
კლუბმა მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ეკატერინე ფარულავას და წარმატებები უსურვა ახალ თავმჯდომარეს ნანა ხუბუას.