ვინ არის ზუგდიდის ქალთა კლუბის ახალი თავმჯდომარე


  • ზუგდიდის ქალთა კლუბი, თავმჯდომარეს ყოველ წელს ირჩევს. წელს, მას ნანა ხუბუა უხელმძღვანელებს. ნანა პროფესიით ეკონომისტია და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში კანცელარიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

ნანა ამბობს, რომ იცნობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ძალიან ბევრს საინტერესო ქალს და ფიქრობს მათთან ურთიერთობები გაააქტიუროს კლუბური თანამშრომლობით. “ქალთა კლუბის პრიორიტეტი, წელს, კულტურული მიმართულებაა და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მოახდინოს კლუბმა ქალთა იდეების გენერირება, შეხვედრები სხვადასხვა სეგმენტთან, მოაწყოს გასვლითი ღონისძიებები და რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ჩართოს კულტურულ აქტივობებში.“- უთხრა „ზუგდიდელებს“ ნანა ხუბუამ. ნანა ხუბუა 47 წლისაა, ჰყავს მეუღლე კუსა ბუკია, შვილი – ბეგი ბუკია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!