- საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, საოლქო კომისიაში სამი საჩივარია რეგისტრირებული.
მესხი განმარტავს, რომ ორი საჩივარი 89-ე უბანში ბიულეტენებთან დაკავშირებით დარღვევას ეხება,-39-მა ამომრჩეველმა მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენი გამოიყენა. ამავე დარღვევაზე ორი საჩივარი გააკეთა ორმა სხვადასხვა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ. მესამე საჩივარი შეეხება გადასატან ყუთს, რომელსაც პარტიის წარმომადგენელი არ გაჰყვა.